2020-02-12 17:33:44, 1722 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.8686 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 2.8698 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.1317 ლარი ეღირება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.1330 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0013 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,