13:11 - 20 Aug, 2026
|
2015-07-30 18:22:34, 805 ნახვა
ეკონომიკა
თბილისიდან ერევნისა და ოდესას მიმართულებით რეისების რაოდენობა გაიზრდება
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან ერევნისა და ოდესის მიმართულებით ფრენის სიხშირეებს ზრდის. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ავიაკომპანია, ერევნის მიმართულებით, 2015 წლის 1 აგვისტოდან სეზონის ბოლომდე, ფრენებს შეასრულებს კვირაში 8 სიხშირით, 4 სიხშირის ნაცვლად, ხოლო ოდესის მიმართულებით კი 2015 წლის 8 აგვისტოდან ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით, ნაცვლად 1 სიხშირისა. ამასთან, ავიაკომპანია 2015 წლის 8 აგვისტოდან ყოველკვირეული რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს თბილისიდან ბაღდადის მიმართულებით. „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მხრიდან შესაბამისი ნებართვები უკვე გაიცა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)