|
2020-02-12 14:48:14, 1818 ნახვა
სამართალი
სასამართლომ მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში დატოვა
15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის მიმართ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ ცოტა ხნის წინ განაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები მტკიცებულებების დაშვებობის საკითხს განიხილავდნენ. ბრალდების მხარემ მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, ხოლო დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენება მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. ადვოკატების თქმით, ჩოლოიანი შეუძლოდაა და მედიკოსების მეთვალყურეობას საჭიროებს. ცნობისთვის, აღნიშნული საქმე ეხება 10 დეკემბერს მწვანე სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამოკითხვის დროს გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)