|
2020-02-11 19:24:37, 1534 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა დასრულდა
საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა დასრულდა. გვარამიამ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ უგულავას დაჭერის შემდეგ, თიბისის ფიგურანტები და ის შემდეგი იქნებიან. მანვე აღნიშნა, რომ მისი საქმე არის სრულად პოლიტიზირებული და არ აპირებს ყოველ დღეს სასამართლოში სიარულს. რადგან ეს არის მოსამართლის მცდელობა, რომ ის „მთავარი არხის“ მართვას ჩამოაშორონ. „მოსამართლემ თქვა, რომ ეს პროცესი მისთვის პრიორიტეტულია. მის ენაზე პრიორიტეტულობა მიკერძოებულობას ნიშნავს როგორც ჩანს, რადგან არავითარი წინაპირობები, რომელიც მან თქვა, რომ მრავალტომიანია, მრავალეპიზოდიანი თუ მრავალმოწმიანი, არაფერი ბევრი აქ შესასწავლი არ არის, არც 1000 მოწმე არ არის, სულ 60-ია დაახლოებით. ყოველ მეორე დღეს პროცესების ჩანიშვნა ნიშნავს მარტივ რამეს - ამ მოსამართლემ ამგვარი გრაფიკით ეფექტურად ამიკრძალა ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორობა. მან მომხსნა ფაქტიურად, თავისი ჭკუით ყოველ შემთხვევაში. როდესაც ყოველ მეორე დღეს პროცესია, მე წინა დღეს უნდა გავეცნო მასალებს, შეკითხვები დავსვა, ვიცოდე და მზად ვიყო. შესაბამისად, მთელი თებერვალი, იმ ფონზე რომ მან ყოველ მეორე დღეს პროცესები ჩანიშნა, სამსახურში არ უნდა ვიარო. ეს გამორიცხულია. არჩევანს ტელეკომპანია „მთავარსა“ და ამ სამარცხვინო თავლას შორის ვაკეთებ ტელეკომპანია „მთავარის“ სასარგებლოდ. მე მას ვუთხარი, რომ შემიძლია კვირაში ერთი დღე დავუთმო პროცესს, მეტი მე არ მაქვს. მე არ მოვალ ამ პროცესებზე, ჩემ გარეშე ეს პროცესები ვერ ჩატარდება. არ ვაპირებ სასწრაფო გამოვიძახო, ცნობა მოვიტანო და ავად ვარ მიშველეთ ვიყვირო. ეს არის რეალურად პოლიტიკური პროცესი, რაც სამწუხაროდ ნათელი გახდა. ეს მოსამართლე არის ამ ავღიას თავლას ერთ-ერთი ბინძური ცხენი და მე მასთან კომუნიკაციის აკადემიურ ფარგლებში გაგრძელებას ნამდვილად არ ვაპირებ. ვივლი კვირაში ერთხელ ისე, რომ შევძლო ჩემი ტელევიზიის ხელმძღვანელობა. თუ უნდათ შემიცვალონ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით, პატიმრობაში ჯდომა მირჩევნია იმას, რასაც ეს კაცი მთავაზობს. მატარონ ძალით პროცესებზე, პატიმრობაში ესენი გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს. ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა. არავითარი პროცესები ყოველ მეორე დღეს არ იქნება. შემდეგი იქნება თიბისის ფიგურანტები და მე. კიდევ ვინმე თუ დარჩა ისიც შემდეგი იქნება. დაჭერების სერია უგულავათი არ დაწყებულა. მანამდე იყო ოქრუაშვილი, კიდევ სხვები, 19 ადამიანია თუ არ ვცდები ივნისთან დაკავშირებულ საქმეებზე. ეს სასამართლო არ არის სასამართლო, ეს არის ავღიას თავლა და მოსამართლეები არიან ბინძური ცხენები. არაუშავს, გავწმინდავთ, ამ ბინძურ ცხენებს გავყრით, ნეხვისგან ავღიას თავლას გავწმინდავთ და ეს იქნება ნამდვილად სასამართლო. ვიდრე აქ სასამართლო არ არის, არავითარი ამათ დაკრულზე ცეკვა არ იქნება. ესენი არც მოსამართლეები არიან და ამ შენობას სასამართლო არ ჰქვია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)