04:33 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 16:56:26, 1987 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე სკოლებში არსებულ ვითარებას გაეცნო

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, რესურსცენტრის უფროს ედუარდ გოგრაჭაძესთან ერთად სკოლაში არსებულ ვითარებას გაეცნო და პედაგოგებისგან სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

როგორც აღინიშა, უამინდობას სასწავლო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. მაღალია სკოლებში მოსწავლეთა გამოცხადება. ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია გათბობითა და ტრანსპორტის მომსახურებით.

,,სკოლებში არსებული მდგომარეობის გასაცნობად რამდენიმე სკოლას ვეწვიეთ. ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო პროცესისთვის შევუქმნათ შესაბამისი პირობები. მიუხედავად უამინდობისა და ყინვებისა სკოლებში შექმნილია ყველა პირობა სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის“- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

სკოლების მონახულების შემდეგ, შუახევის მერმა რესურსცენტრის თანამშრომლებთან შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შუახევში 43 საჯარო და ერთი კერძო სკოლა ფუნქციონირებს. მოსწავლეთა სწავლა - განათლებაზე 751 პედაგოგი ზრუნავს.


 

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics