|
2015-07-30 16:21:39, 458 ნახვა
პოლიტიკა
დავით ებრალიძე საფრანგეთის თავდაცვის ახალ ატაშეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ებრალიძე საქართველოში საფრანგეთის თავდაცვის ახალ ატაშეს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პოლკოვნიკი ოლივიე მადიო დავით ებრალიძეს ყოფილმა ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ანდრე ევრარმა წარუდგინა. ფრანგ დიპლომატს დამთავრებული აქვს საჰაერო ძალების აკადემია და ომის კოლეჯი. ვიცე-პოლკოვნიკი ოლივიე მადიო 2012 წლიდან საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში მსახურობდა. მინისტრის მოადგილემ ახალ ატაშეს თანამდებობა მიულოცა და წარმატებები უსურვა. დავით ებრალიძემ და ვიცე-პოლკოვნიკმა ოლივიე მადიომ საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებზეც ისაუბრეს. დავით ებრალიძემ ვიცე-პოლკოვნიკ ანდრე ევრარს საქართველოში მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)