10:38 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 11:06:27, 1337 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერი ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. სამუშაოები ამჟამად კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს.

ამ დროისთვის დასრულებულია სანიაღვრე ქსელის მოწყობა და ხორციელდება მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ ასფალტის საფარის დაგება დაიწყება.

„სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამჟამად „თბილისი ენერჯი“ ახორციელებს სამუშაოებს. დაახლოებით 20 თებერვლისთვის ყველაფერი იქნება დასრულებული და კონტრაქტორი კომპანია დაიწყებს მოასფალტებას. მარტის დასაწყისში ეს მონაკვეთი ქვედა ფენებში იქნება მოწყობილი და გადავალთ ბოლო მონაკვეთზე - ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე, სადაც ანალოგიური სამუშაოები შესრულდება. გაზაფხულზე მთლიანად დასრულებული იქნება ეს პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
CNN-ის ცნობით, ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანთან მომავალ ომზე ვერ თანხმდებიან
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics