|
2015-07-30 16:07:45, 418 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ეროვნულ ბანკზე ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია. მისივე თქმით, განცხადებების მიუხედავად, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, პარლამენტში კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი ამ დრომდე არ წარმოდგენილა. "ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებში ჩანს, რომ ეს განცხადებები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია. ჩვენ ვისმენდით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომ ისინი ამ კანონპროექტის ალტერნატივას წარმოადგენდნენ, თუმცა პარლამენტში დღემდე არაფერია წარმოდგენილი. ამ კანონპროექტზე კონკრეტულმა ადამიანებმა ორი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი იმუშავეს, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებთან მიმდინარეობდა კონსულტაციები. გუშინ პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაიმართა აზიმ სადიკოვთან, შეჯერებული იყო ის შენიშვნები, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა ოთხი-ხუთი შენიშვნა, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ, ვიმუშავებთ და ყველასთვის მისაღები იქნება ეს კანონპროექტი. ამ საკითხს მშივიდად და ფაქიზად უნდა მოვეკიდოთ, ვინაიდან საქმე ბიზნეს სექტორს, საბანკო სექტორს ეხება და მნიშვნელოვანი სიმშვიდე", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)