12:10 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 20:11:22, 1248 ნახვა

კომენტარი
უგულავა - რაც უფრო მაგრად გაწელავს ივანიშვილი ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდება ცხვირში

„დაჭერებით ივანიშვილი საკუთარ დაისს დაასრულებს, ოღონდ ეს დაისი იქნება ძალიან მწარე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას თქმით, რაც უფრო მაგრად გაწელავს ზამბარას ივანიშვილი, მით უფრო მტკივნეულად დაუბრუნდება და მოხვდება ცხვირში.

„ერთადერთი ახსნა აქვს ამას, ეს არის სიბრიყვისა და შიშის კომბინაცია. შიშმა ბოლომდე ბრიყვად აქცია ივანიშვილი, ეს არის ჩვეულებრივი, ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ფულიანი, აღზევებული მდაბიო, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყანა ჩაიგდოს ხელში. დაჭერებით ამას ვერ მოახერხებს, მეტიც, დაჭერებით მხოლოდ საკუთარ დაისს დაასრულებს, ოღონდ ეს დაისი იქნება ძალიან მწარე მისთვის.

ჩაენიშნათ სასამართლო, ყოფილიყო ჩვეულებრივი განხილვა და ჩვენ არგუმენტებს ვეტყოდით, მაგრამ ეშინიათ. პირველი ეს არის, რომ 20 ივნისს, როდესაც მოლაპარაკება ჩაშალა ივანიშვილმა, იმისათვის რომ დაერბია და პასუხად მიიღო ჩემგან დედის გინება ყველა პირდაპირ ეთერში, 20 ივნისს, როდესაც თქვენ მოლაარაკება ჩაშალეთ და დედის გინება ივნიშვილის იყო ის ერთადერთი ენა, რომელსაც ის იმსახურებდა და მე მხვდა პატივი, გამემოვანებინა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, რომელიც იყო იქ, ან იჯდა ტელევიზორთან და ივანიშვილის კარგებს, კეთილებს და დედას კითხულობდა. უნდა იცოდეს მან და ნებისმიერმა, ხელისუფლება რომელიც მარტო ძალაუფლებისთვის იბრძვის ის ამ ძალაუფლებას დაკარგავს და რაც მეტად მოეპოტინება, მით მეტად დაკარგვს.

რაც უფრო მაგრად გაწელავს ზამბარას ბატონი ივანიშვილი, მით უფრო მტკივნეულად დაუბრუნდება და მოხვდება ის მას ცხვირში“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics