13:36 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 19:01:19, 1331 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე უგულავას პატიმრობაზე: ოლიგარქიულმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ გვითხრა, ფეხებზე გვკიდია თქვენი კომპრომისიც და საქართველოს მოქალაქეც

„ოლიგარქიულმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ გვითხრა, ფეხებზე გვკიდია თქვენი კომპრომისიც, ოპოზიციაც და საქართველოს მოქალაქეც“, - ასე აფასებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავას პატიმრობასთან დაკავშირებით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე.

მისი თქმით, გიგი უგულავას ციხეში ჩასმა კიდევ ერთი სტიმული იქნება  იმისათვის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მაგიდასთან დაჯდეს და შეთანხმდეს ერთობლივ მოქმედებაზე.

„დღეს, როდესაც აქ ოპოზიცია შეკრებილი იყო და იმაზე მსჯელობდა რა პრინციპი შეიძლება საფუძვლად დაედოს კომპრომისს, კიდევ ერთხელ გვითხრა ოლიგარქიულმა რეჟიმმა, რომ ფეხებზე გვკიდია თქვენი კომპრომისიც, ოპოზიციაც, საქართველოს მოქალაქეც, პროპორციული თუ არაპროპორციული არჩევნები, ჩემი ხელი არის მთავარი და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. ამიტომ, თეზისურად გეტყვით, პირველივე რაუნდიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ დიალოგის მიმართ, ვიცოდი რომ ამით დამთავრდებოდა. მეორე - ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვერ დაარღვევენ ვინც არ უნდა ჩასვან ციხეში, რა რაოდენობითაც არ უნდა ჩასვან ამ ტალღის გაჩერება უკვე შეუძლებელია. მესამე - გიგი რომ ციხეში წავა კიდევ ერთი სტიმული იქნება  ეს იმისათვის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მაგიდასთან დაჯდეს, შეთანხმდეს ერთობლივ მოქმედებაზე, არ დაუყენონ ერთმანეთს კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება. აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგი უგულავას ე.წ „ფონდის საქმეზე“  უზენაესმა სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics