13:36 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 18:31:07, 1269 ნახვა

კომენტარი
უგულავას ადვოკატი: უზენაესმა სასამართლომ მიიღო პოლიტიზირებული გადაწყვეტილება და შეასრულა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა

„უზენაესმა სასამართლომ მიიღო პოლიტიზირებული გადაწყვეტილება და შეასრულა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისი თქმით, უგულავას საქმე განიხილა იმ მოსამართლემ, რომელიც გენერალური პროკურორი იყო ამ საქმის სააპელაციო წარმოებისას და საკასაციო საჩივრის მომზადებისას.

„როგორც ვვარაუდობდით საკასაციო სასამართლომ მიიღო პოლიტიზირებული, სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შეასრულა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა. გიგი უგულავას მიმართ უდიპლომო, ყალბ დიპლომიანმა თადუმაძემ და გაბინაშვილმა, რომლებიც ახლა იქნენ არჩეული შეასრულეს დაკვეთა და გიგი უგულავას გადაუკვალიფიცირა მუხლი, რის საფუძველზეც დამატებით სასჯელად გიგის 3 წელი და 2 თვე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთად. გადაუკვალიფიცირა 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილიც, სასჯელად დაუდგინა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც განახევრდა ამნისტიის კანონის საფუძველზე და ამ განახევრებული 4 წელი და ნახევრიდან გამოაკლდა წელიწადი და 4 თვე, რაც გიგის ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ დრომდე მოხდილი. ეს ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიგზავნება აღსასრულებლად. პროცედურულად ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს და გიგი უგულავას თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ეს არის ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს საქმე განიხილა იმ მოსამართლემ, რომელიც გენერალური პროკურორი იყო ამ საქმის სააპელაციო წარმოებისას და საკასაციო საჩივრის მომზადებისას. ეს ნიშნავს ერთს, რომ გიგი გაასამართლა გენერალურმა პროკურორმა. ამის შემდეგ სამართლიან სასამართლოზე, ობიექტურ მართლმსაჯულებაზე, კანონიერების პრინციპზე და ა.შ. საუბარს წერტილი აქვს ამ ქვეყანაში დასმული. ბიძინა ივანიშვილმა როგორც ორი თვის წინ დააანონსა, რომ დაჭერები გაგრძელდება, ეს მოიყვანა სისრულეში და პირველი მსხვერპლი არის გიგი უგულავა“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, დღეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგი უგულავას ე.წ „ფონდის საქმეზე“  უზენაესმა სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics