12:10 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 18:21:20, 1139 ნახვა

კომენტარი
კანდელაკი უგულავას დაკავებაზე - ივანიშვილის კლოუნი მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, უმრავლესობას უარესად დააზარალებს

 „ივანიშვილის კლოუნი მოსამართლეების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება უარესად დააზარალებს და მის დასასრულს კიდევ უფრო დრამატულს გახდის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მდივანმა გიოგი კანდელაკმა განაცხადა.

კანდელაკი აღნიშნავს, რომ დღეს გადაილახა ის წერტილი, რომლის მერე უკან დაბრუნებაც შეუძლებელია.

„ყველას გვახსოვს ასლან აბაშიძის დასასრული, ივანიშვილი ძალიან ჰგავს ასლან აბაშიძეს. პრაქტიკულად მისგან არაფრით არ განსხვავდება. დღეს გადაილახა წერტილი, რომლის შემდეგაც უკან დაბრუნება შეუძლებელია. ეს სიტუაცია მხოლოდ ასუსტებს  „ქართულ ოცნებას“. ე არის სუსტის პოზიციიდან გადადგმული ნაბიჯი. აგერ ვნახოთ როგორ დამთავრდება ეს ამბავი. ივანიშვილის კლოუნი მოსამართლეების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება უარესად დააზარალებს და დასასრულს კიდევ უფრო დრამატულს გახდის. ის საერთაშორისო იზოლაცია, რომელშიც „ქართული ოცნება მოექცა“ მხოლოდ გაძლიერდება. ეს ცუდია ქვეყნისთვის, მაგრამ საბედნიეროდ არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი არჩევნებამდე, როცა ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრდება“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის, დღეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგი უგულავას ე.წ „ფონდის საქმეზე“  უზენაესმა სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics