|
2020-02-10 14:44:36, 1011 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთი ბანკის“ მმართველ გუნდს ახალი წევრი შეემატა
დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორის პოზიციაზე, გიორგი მაკარაძე შეუერთდა. გიორგი მაკარიძეს ფინანსურ სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე ისრაელში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსა და უზბეკეთში. ის უძღვებოდა საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის საერთაშორისო ბიზნესს ახლო აღმოსავლეთში, ასევე წარმატებით წამოიწყო და მართა Mogo Finance-ის ბიზნესები საქართველოსა და უზბეკეთში. გიორგი ფლობს MBA-ს ხარისხს IE Business School-იდან (მადრიდი, ესპანეთი). „მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა განვავითარო ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო მომსახურება და ვუზრუნველვყო, რომ ლიბერთი გახდეს ბანკებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი მომხმარებლის ფართო სპექტრისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩემთვის დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო ასეთ გამოცდილ და მიზანდასახულ გუნდს და ვიყო ლიბერთის ნაწილი მისი ფუნდამენტური ტრანსფორმაციის პროცესში", – განაცხადა გიორგი მაკარაძემ. ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა ოჯახის ახალ წევრს წარმატება უსურვა. „მინდა მივესალმო გიორგის ბანკის მენეჯმენტის გუნდთან შემოერთებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი მზარდი ბანკის განვითარებაში. ეს შემატება თანხვედრაშია ბანკის მიერ გაცხადებული ბიზნესის დივერსიფიკაციის სტრატეგიასთან. ლიბერთის ოჯახის ახალ წევრს ვუსურვებ წარმატებას ამ მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პოზიციაზე", - ვასილ ხოდელმა.
CNN-ის ცნობით, ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანთან მომავალ ომზე ვერ თანხმდებიან
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)