|
2020-02-09 22:27:38, 1319 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთიდან სამივე მგზავრი მშვიდობით დაბრუნდა სამშობლოში - მათ შემოწმება კორონავირუსზე გაიარეს
საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთის ქალაქ იანგჭოუდან ჩამოსვლას ფრენების აკრძალვის გამო ვერ ახერხებდნენ, თბილისში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. საქართველოში მათი ტრანსპორტირება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დავალებით ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" უზრუნველყო. ლუკა ბუხრაშვილი, ნინო ვაშალომიძე და ანი ტატიშვილი პეკინიდან თბილისში, Fly Dubai-ს რეისით ჩამოფრიდნენ. ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი, თამარ არჩუაძე დახვდათ. საქართველოს სამივე მოქალაქე მგზავრობის ყველა ეტაპზე შემოწმდა და კარანტინში გადაყვანა არც ერთ ეტაპზე არ დასჭირდათ. ,,სამივე მგზავრი მშვიდობით დაბრუნდა სამშობლოში. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ჩინეთის საელჩოდან საქართველოში, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურდათ საქართველოში დაბრუნება, ეს ინფორმაცია გაეგზავნა საკოორდინაციო საბჭოს, რის შემდეგაც ეკონომიკის მინისტრის დავალებით, აეროპორტების გაერთიანებამ უზრუნველყო მათი დაბრუნება საქართველოში. მგზავრებმა უკვე დაასრულეს ყველა საჭირო საკარანტინო პროცედურა, მათ გაიარეს საკარანტინო პროცედურები გამოფრენამდეც. ამ ეტაპზე ისინი არიან ჯანმრთელები მათ არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომები და დაბრუნდებიან სახლში”, - აღნიშნა თამარ არჩუაძემ. შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 29 იანვარს ჩინეთთან დროებით, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა შეწყდა.
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)