|
2015-07-30 15:21:48, 399 ნახვა
პოლიტიკა
მღებრიშვილი მოსამართლის განცხადებაზე: არავის შემოძახილი არ მჭირდება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საპატიმრო ადგილებში ყველა ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლება დაცულია. როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულისა და მსჯავრდებულების უფლებას პირველ რიგში თავად იცავს და ამ საკითხთან დაკავშირებით მას შენიშვნა არავისგან არ სჭირდება. „ყველა ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები საპატიმრო ადგილებში არის დაცული, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. არავის შემოძახილი არ მჭირდება, მე იქ იმისთვის ვარ, რომ დავიცვა მათი უფლებები. არავის შენიშვნა არ მჭირდება, პირველი, თუ ვინმე იცავს მათ უფლებებს, ეს ვარ მე“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. ცნობისთვის, ირაკლი ფირცხალავამ და მასთან ერთად ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ ცუდ პირობებში იმყოფებიან. მოსამართლემ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მოუწოდა, რომ მათ ყურადღება მიაქციონ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)