|
2020-02-08 18:20:05, 2633 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე - 2019 წელს წმინდა ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
„2019 წელს ქართული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის, იგივე წმინდა ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა და მან მთლიანი ექსპორტის 62.3 პროცენტი შეადგინა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საინფორმაციო შეხვედრაზე. გენადი არველაძის განცხადებით, 2014 წელს ჩინეთში საქართველოს წმინდა ექსპორტი 1,2 პროცენტს შეადგენდა, რომელიც 2019 წელს 8.8 პროცენტამდე გაიზრდა. რაც შეეხება ევროკავშირს, საქართველოს წმინდა ექსპორტი 2014 წელს 22 პროცენტიდან 2019 წელს 31 პროცენტამდე მოიმატა. „2019 წელს ქართული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის, იგივე წმინდა ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა და მან მთლიანი ექსპორტის 62.3 პროცენტი შეადგინა. ამასთან, წმინდა ექსპორტის 87 პროცენტზე მეტი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გავიდა. ამ მაჩვენებლებიდან კარგად ჩანს, რომ ჩვენი წმინდა ექსპორტის უდიდეს ნაწილს იმ ქვეყნებში ვახორციელებთ, რომლებთანაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გვაქვს გაფორმებული. ყოველივე იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რომლებიც თავის დროზე მივიღეთ, სწორი იყო", - განაცხადა გენადი არველაძემ. ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. იგი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II ფაზა" ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)