|
2015-07-30 15:08:08, 582 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს უმასპინძლებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით დღეს ბათუმს, თბილისში 13 ივნისს განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები ეწვევიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორამციით, 19 ბავშვი, რომელთა ასაკი 10-დან 15 წლამდე განისაზღვრება 8 მშობელთან ერთად ბათუმში უკვე გაემგზავრა. მოზარდები აჭარაში დასვენება/რეაბილიტაციის კურსს 30 ივლისიდან 15 აგვისტომდე გაივლიან. მათთვის სარეაბილიტაციო ცენტრ „თანა“-ში ბანაკური ტიპის ცხოვრება მოეწყობა. ბავშვები თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ თენიეშვილმა გააცილეს. ბავშვების უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველსაყოფად ავტობუსს დაცვის სამსახური აცილებს. წინასწარ განსაზღვრული დღის განრიგის მიხედვით მოზარდები დილას გამამხნევებელი ვარჯიშით დაიწყებენ. 15 დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. დაგეგმილია ექსკურსიები: ბოტანიკურ ბაღში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ხელოვნების მუზეუმში და გონიოს ციხეზე. ბავშვები დაესწრებიან დელფინების შოუს, კონცერტებს - ბათუმის საზაფხულო თეატრში და ბათუმის მუსიკალური ცენტრში, გაისერნებენ ბათუმს ძველ და ახალ ბულვარში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, დაათვალიერებენ ღამის ბათუმს, მაჭალმთიან აჭარას, ეწვევიან გასართობ ცენტრ „ციცინათელას”. ბავშვებს ჩაუტრდებათ ტრენინგ-სემინარები ჯანსაღი ცხოვრების წესის და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების შესახებ. ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან ოთხჯერადი კვებით და ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო პირობებით.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)