13:37 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-08 11:39:34, 1974 ნახვა

კომენტარი
დავით ბაქრაძე - აშშ საქართველოს რეგიონში მთავარ პარტნიორად განიხილავს

„აშშ საქართველოს განიხილავს როგორც მის მთავარ პარტნიორს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ელჩის თქმით, აშშ-ში სენატორებსა და კონგრესმენებთან უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკური და სავაჭრო საკითხების შესახებ ისაუბრეს.

„საქართველოს პარლამენტის სპიკერთან საუბრის დროს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ და ძლიერად დადასტურდა ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს გააჩნია აშშ-სგან. განხილული იქნა, რა საკვირველია, ჩვენი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები, ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. აშშ საქართველოს განიხილავს როგორც მის მთავარ პარტნიორს რეგიონში, გამომდინარე აქედან ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics