|
2020-02-07 19:00:28, 2780 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე - ევროკავშირის 2019 წლის ანგარიშში საუბარია იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ DCFTA-ს ვალდებულებების ფარგლებში მიაღწია
„მსურს გამოვეხმაურო ასოცირების შეთანხმების 2019 წლის ანგარიშს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ევროკავშირის მიერ და სადაც აღნიშნულია პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დანერგვის მიხედვით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა. მისი თქმით, სფეროები, რომლებშიც 2019 წელს საქართველოს მთავრობამ განახორციელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვადასხვა ვალდებულებები, არის აკრედიტაცია, მეტროლოგიის სფერო, ასევე ბაზარზე ზედამხედველობა, რომელიც ახალ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. „ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო, ბაზრის ზედამხედველობის ნაწილში პროგრესირებს და ნერგავს იმ რეგლამენტებს, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხო პროდუქტების განთავსების მიმართულებით და შესაბამისი კონტროლის სისტემის დანერგვის კუთხით ბაზარზე", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. გენადი არველაძემ ასევე ხაზი გაუსვა კონკურენციის სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრესს იმ საკანომდებლო ცვლილებებზე, რომლებიც განხორციელდა და პარლამენტში უნდა იქნეს განხილული, ასევე საჯარო შესყიდვების მიმართულებით არსებულ პროგრესს და საკანომდებლო ცვლილებებს, რომლებიც მომზადებულია და 2022 წლის ჩათვლით ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოებას და შესაბამისი სისტემების დანერგვას გულისხმობს. „ანგარიშში ასევე აღნიშნულია დავების გადაწყვეტის საბჭოს ფორმირება, რომელიც უახლოეს თვეებში დაფუძნდება და ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც შეფასებულია დადებითად. საუბარია ასევე როგორც შესყიდვების, ასევე სანიტარული და ფიტოსანიტარული მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე", - განაცხადა არველაძემ. 2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელიც ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს სხვადასხვა სფეროებში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)