|
2020-02-07 13:29:43, 986 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, პეტრიაშვილის ქ. N7-ის და ათონელის ქ. N5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია ხორციელდება. მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია არსებულ მოედნებს ახლით შეცვლის. პროექტის ფარგლებში, 800 კვ.მ ფართობზე მოეწყობა ლითონის მავთულბადეები, დაიგება ბალახის ხელოვნური საფარი, განთავსდება ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი და დამონტაჟდება LED განათება. მიმდინარე სამუშაოებს მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას ხელი შევუწყოთ. მსგავსი სივრცეების მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, სპორტული მოედნის გარეშე არცერთი უბანი დავტოვოთ. გასულ წელს მთაწმინდის რაიონში არაერთი მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო. რა თქმა უნდა, მიმდინარე წლის განმავლობაშიც, მსგავს პროექტებს ეტაპობრივად განვახორციელებთ“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. მთაწმინდის რაიონში პარალელურად, ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი.
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
საია: ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია
საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)