|
2020-02-07 11:07:12, 978 ნახვა
საზოგადოება
თამარ ქიტიაშვილი სამუშაო ვიზიტით შუახევში იმყოფებოდა
შუახევში, სამუშაო ვიზიტით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად იმყოფებოდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა შეხვედრა შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან გამართეს. მხარეებმა განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე და პროფესიული განათლების პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა ფრიდონ ფუტკარაძესთან და კოლეჯ ,,ბლექსის“ წარმომადგენლებთან ერთად, შუახევში ,,ბლექსის" ფილიალის განსათავსებლად გამოყოფილ შენობაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ასევე მოინახულეს სანერგე-საჩითილე მეურნეობა, სადაც მსმენელები თეორიული კურსის შესაბამისად პრაქტიკას გაივლიან. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი ოთახების მოწყობას, შიდა კოსმეტიკურ რემონტს, სველი წერტილებისა და ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟს. შშმ პირებისთვის მოეწყობა ლიფტი. ინფრასტრუქტურულ პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 168 000 ლარია გამოყოფილი. კოლეჯის გახსნის შემდეგ მსურველები შეძლებენ ტურიზმის, აგრარული, სამშენებლო და სხვა მიმართულებით პროფესიულ სწავლებას და გადამზადებას. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საერთაშორისო დონის სერთიფიკატები.
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)