10:29 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 11:08:33, 524 ნახვა

საზოგადოება
გორში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე აზომვითი სამუშაოები დასრულდა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ გორში  დაუზუსტებელი სტატუსის მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისთვის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების შექმნის პროექტი დაასრულა.

სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სამუშაოები სულ 2200 მიწის ნაკვეთზე ჩატარდა, ზუსტი საკადასტრო მონაცემი კი 1677 -ს განესაზღვრა  და ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე განთავსდა.

„საჯარო რეესტრმა დაუზუსტებელი სტატუსის მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისთვის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების შექმნის პროექტი ქალაქ გორში 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მესაკუთრეებისთვის მიწის აზომვითი სამუშაოები დამატებითი ხარჯის გარეშე, უფასოდ განხორციელდა. ეს ხარჯი საჯარო რეესტრის ეროვნულმა  სააგენტომ სრულად დაფარა“, - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

პროექტის ფარგლებში მესაკუთრეები დაზუსტებულ მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონულ ვერსიებს  მიიღებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთები 2006 წლამდე აქვთ რეგისტრირებული, რუკაზე მათი იდენტიფიცირება პროექტის დასრულებამდე ვერ ხერხდებოდა, ვინაიდან ამ პერიოდში სააგენტო ელექტრონულ საკადასტრო რუკას არ აწარმოებდა და შესაბამისად, მოქალაქესაც ნაკვეთის ელექტრონული საკადასტრო ნახაზის წარმოდგენა არ ევალებოდა. ამ გარემოებამ დროთა განმავლობაში როგორც მოქალაქეს, ისე სახელმწიფოს გარკვეული პრობლემები შეუქმნა.

2010 წლიდან საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა აუცილებელი გახდა. ამ პერიოდიდან აღნიშნული ნახაზი ერთიან საკადასტრო რუკაზე თავსდება. შესაბამისად, რუკაზე ხვდება იდენტიფიცირებული ნაკვეთის ადგილი, საზღვრები, ფართობი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ერთიანი საკადასტრო ბაზაა შექმნილი, ძველ მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც არსებობს. სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრასა და სრულყოფაზე, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებასა და მათი ელექტრონული მონაცემების შექმნაზე მუშაობა დღესაც აქტიურად მიმდინარეობს“, - აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics