13:47 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 13:02:03, 1043 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი ოდირის დასკვნაზე - ტაიმერი ჩართულია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო

„პოლიტიკურად ხელოვნურ სუნთქვაზეა „ნაციონალური მოძრაობა“, ტაიმერი ჩართულია, დღეს მათი პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ეუთო/ოდირის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

ოხანაშვიმა ოპოზიციას „უნიათო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი „ტყუილსაც ვეღარ ამბობენ“.

 „უნიათო ოპოზიციურ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, რომელბმაც ტყუილის სწორად გაყიდვაც ვერ ისწავლეს და ის, რომ მთელი მათი მმართველობის პერიოდში საზოგადოებას ტყუილის ქვეშ აცხოვრებდნენ და ფასადურ დემოკრატიას სთავაზობდნენ, იმდენად უნიათოები არიან, რომ ტყუილსაც ვეღარ ამბობენ და ყოველ წამს ცვლიან. ერთს გეტყვით, რომ პოლიტიკურად ხელოვნურ სუნთქვაზეა „ნაციონალუი მოძრაობა“, ტაიმერი ჩართულია პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო დღეს. ეს დასკვნა არის ამის მიმანიშნებელი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგი გამართა. როგორც მან აღნიშნა, ოდირმა ოპოზიციას, როგორც „პატარა ბავშვებს“ მიანიშნა, რომ ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობას ვერ შეაფასებს. გარდა ამისა, კობახიძის თქმით, დასკვნაში ნათქვამია, რომ როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები სამართლიანია. აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ოპოზიციას მოუწოდა, დათანხმდნენ შეთავაზებას 100/50-თან [100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მანდატი] დაკავშირებით, რადგან მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები დღეს არსებული სისტემით ჩატარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics