10:15 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 12:18:18, 2066 ნახვა

ეკონომიკა
აგრო სესხი

თანამედროვე სამყაროს განვითარებასთან ერთად ვითარდება ყველა ტიპის საქმიანობა. გლეხის ცხოვრება მძიმე და დამქანცველი იყო საუკუნეების წინ, ვერავინ წარმოიდგენდა რომ პროდუქტი რომელსაც ის ქმნიდა ოცდამეერთე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახდებოდა, თანაც მთელი მსოფლიოს ბაზარზე.
აგრო სესხი აძლევს საშუალებას სამეურნეო სფეროში განვითარების შანსი მისცეს სტარტაპერებს, ასევე დამატებითი ფინანსების როლი შეასრულოს მოქმედი ბიზნესმენების საქმიანობაში. თუმცა ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ტიპის სესხი ეს არის ფულადი ვალდებულება, ამიტომ მნიშვნელოვანია მის შესახებ ყველაფერი იცოდეთ.
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომლის საქმიანობაც უკავშირდება სოფლის მეურნეობას, შეუძლია ისარგებლოს აგრო სესხით.  იქიდან გამომდინარე რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ ტიპის სესხებს აქვს მხარდაჭერა, მთელ რიგ შემთხვევებში თქვენ გაქვთ შანსი მოიპოვოთ თანადაფინანსება. ასევე აგრო სესხი გამოირჩევა კლიენტზე მორგებული გადახდის გრაფიკით, ამ შემთხვევაში ბანკი თავად არის დაინტერესებული თქვენს განვითარებაში და სამომავლოდ მოგების ნახვაში. 
აგრო სესხის აღება თქვენ დაგეხმარებათ საჭირო ტექნიკის შესაძენად, დამატებითი სამეურნეო მიმართულების ათვისებისთვის, სამუშაო გარემოს სწორად აღჭურვისთვის, მასალების შესაძენად და ა.შ. მიზეზი თუ რატომ შეიძლება აიღოთ ეს სესხი საკმაოდ ბევრია. მნიშვნელოვანია რომ სესხის აღებისას უკვე გქონდეთ გამართული ბიზნეს სქემა ან გქონდეთ ბიზნეს გეგმა რომელიც დაზუსტებით აღწერს თქვენს სამომავლო ხედვას. 
რთულია ამ შემთხვევაში იმის თქმა თუ რა თანხას მოიცავს აგრო სესხი ან რა პროცენტს შემოგთავაზებთ ბანკი, როგორც წესი პროცედურა ვითარდება შემდეგნაირად:
თქვენ ავსებთ განაცხადს ონლაინ პლადფორმაზე ან ადგილზე, შემდეგ გიკავშირდებათ ბანკის წარმომადგენელი, თქვენგან ამომწურავი ინფორმაციის მიღების და ამ ინფორმაციის ზემდგომ პირებთან განხილვის შედეგად მიიღებთ შეთავაზებას ბანკისგან, ინდივიდუალური აგრო სესხის პირობებთან დაკავშირებით. ამ კუთხით სტანდარტი არ არსებობს. ბანკისთვის რაც უფრო საიმედო კლიენტად წარმოჩნდებით მით უფრო კარგ პირობებს მიიღებთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თავადაც ზუსტად გქონდეთ გააზრებული რისთვის გჭირდებათ აგრო სესხი. 
საბედნიეროდ თუ თქვენ ვერ შეძლებთ დროულად აღებული ფულადი ვალდებულების შესრულებას, იმ შემთხვევაში თუ თქვენი დაგვიანება იქნება არგუმენტირებულად გამართლებული, ბანკი ყოველთვის მზად არის გადახედოს პირობებს და ახალი შეთანხმება შემოგთავაზოთ, როგორც უკვე ვახსენეთ ბანკი თავადაც დაინტერესებულია თქვენს წარმატებაში და აგრო სესხის ჩარჩოებში თქვენი პარტნიორის როლს თამაშობს.
თქვენ გექნებათ საშუალება აღებული სესხის დანიშნულება შეცვალოთ საჭიროების შემთხვევაში, თუმცა რადგან ბანკი პარტნიორის როლშია მოგიწევთ ამ საკითხების ზედმიწევნით გავლა ბანკში თქვენს წარმომადგენელ პირთან. 
აგრო სფეროში ხშირად არის გაუთვალისწინებელი შემთხვევები, აგრო-სესხის აღებისას ეცადეთ გაითვალისწინოთ მოვლენების მსგავსად განვითარების ალბათობა და ყველა შესაძლო გზით დააზღვიოთ თქვენი ბიზნესი. 
ასევე ყოველთვის იფიქრეთ მხოლოდ კარგზე და ივარაუდეთ რომ შესაძლოა თქვენი ბიზნესი იმდენად სწრაფად და სწორად განვითარდეს, რომ სესხის წინსწრებით დაფარვა მოგესურვოთ, გაარკვიეთ თქვენს ბანკთან ყველა ის პირობა რაც შეიძლება შეგეხოთ აგრო სესხის ფარგლებში, საკითხის ზედმიწევნით ცოდნა დიდ უპირატესობას მოგანიჭებთ ნებისმიერ საქმეში. 
სხვა მხრივ კი შესაბამისი ინტერესების და საქმიანობის ადამიანისთვის აგრო სესხი სრულყოფილი გზა არის ინვესტიციის მოზიდვისთვის და მომავალი ზრდისთვის.
გისურვებთ წარმატებულ აგრო ბიზნესს!

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics