14:34 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 17:23:42, 1190 ნახვა

კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი: დავიწყეთ ძირეული რეფორმის განხორციელება, რომელიც ყოველი ბავშვისა და მშობლის ინტრესების დაცვაზე იქნება ორიენტირებული

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ბავშვისა და მშობლის ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით ისაუბრა. ამ მიზნით, ახალი რეფორმა დღის ცენტრების, საოჯახო ტიპის სახლების და მსგავსი სააღმზრდელო - საგანმანათლებლო ინსტიტუციების  გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ბავშვთა დაწესებულებებში დღეს არსებული გარემოს, სერვისების, პერსონალის კვალიფიკაციის საფუძვლიანი შესწავლა იწყება. გამოვლენილი იქნება ყველა დარღვევა თუ გადაცდომა ბავშვზე ზრუნვისა და მომსახურების პროცესში, რასაც აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. უფრო მოცულობითი და საჭიროებებზე ორიენტირებული გახდება ბავშვებისთვის განკუთვნილი სერვისები, დამკვიდრდება ამ სერვისების დროული და სამართლიანი განაწილების პრინციპი.

„ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ოჯახთან  მაქსიმალურად დაახლოებული გარემოს შექმნისთვის. გრძელდება დიდი ზომის ბავშვთა სახლების გარდაქმნის პროცესი, რომლის ფარგლებში შეიქმნება ალტერნატიული ზრუნვის სერვისი მარტყოფისა და დუშეთის პანსიონატებში და ამავდროულად დაიწყება 6 ახალი სახლის მშენებლობა/რეაბილიტაცია. ასევე, დაგეგმილია თბილისის შშმ ბავშვთა სახლის  სრული გარდაქმნა და მცირე საოჯახო ტიპის 3  სახლის აშენება, რაც აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მოხდება", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics