|
2015-07-30 09:44:23, 466 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: პროგრამის მიღმა დარჩენილი მარტოხელა პენსიონერები კომპენსაციას მიიღებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 3 თვიანი მონიტორინგის შედეგად სოციალურად დაუცველების შეფასების მეთოდოლოგიაში, შესაცვლელი საკითხები გამოიკვეთა. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განცხადა, ის სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები, რომლებიც პროგრამის მიღმა აღმოჩნდენ, კომპენსაციას მიიღებენ. "მინდა, გამოვეხმაურო სოციალურად დაუცველთათვის შეფასების მეთოდოლოგიას, დღეს განვიხილავთ ამ პაკეტს. ახალმა პროგრამამ, რომელიც მაისიდან დაიწყო, საშუალება მოგვცა, რომ მრავალსულიანი ოჯახების საჭიროებები უკეთ დაგვენახა. 3 თვის მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა ის საკითხები, რაც შეცვლას და გაუმჯობესებას საჭიროებს. დღეს, სწორედ იმ მარტოხელა პენსიონერებისთვის, რომლებიც პროგრამის მიღმა დარჩნენ, საარსებო შემწეობის აღდგენის საკითხს განვიხილავთ. უფრო მეტიც, მათ კომპესაციის სახით ავუნაზღაურებთ იმ თანხას, რომელიც იმ თვეებში უნდა მიეღოთ, როდესაც შემწეობის მიღება შეწყვეტილი ჰქონდათ",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)