13:08 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-04 18:08:23, 1899 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში აივ ინფიცირების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მიმდინარე წლის 31 იანვრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, გასული წლის აღნიშნულ პერიოდში 41 შეთხვევა დაფიქსირდა.

სულ საქართველოსი რეგისტრირებულია 8150 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6081 მამაკაცია და 2069 ქალი.

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4271 პაციენტს განუვითარდა, 1645 გარდაიცვალა.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

38.0 %   (3093) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;  48.4 %  (3942) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.2 %  (914) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.3 %   (110) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;

0.5 % (38) - სისხლის რეციპიენტია;  0.7 % (53) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3007 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1132; შემდეგ იმერეთში 982; აჭარაში 918; აფხაზეთში (525); კახეთში (402) ქვემო ქართლში (468); შიდა ქართლში (302); გურიაში (174); სამცხე-ჯავახეთში (109) და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა.  27   გარდაიცვალა.   3   გავიდა ქვეყნიდან.

განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით - 108 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი - 4. დაუდგენელი – 2.

აივ ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა.

ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად შიდსის ცენტრში მუშაობს ცხელი ხაზი 239-80-18





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics