16:31 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 16:11:16, 1472 ნახვა

საზოგადოება
პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოდგილე, ნინო თანდილაშვილი ფართომასშტაბიანი პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფართომასშტაბიანი პროგრამის მიზანია კლიმატური კატასტროფებისადმი ადაპტაციის ეროვნული მექანიზმის შემუშავება.

შეხვედრაზე მხარეებმა მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ქვეყნის ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემის გაუმჯობესებისა და სადამკვირვებლო სისტემის შეძენა-მოდერნიზების საკითხები განიხილეს.

„პროგრამა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნას გულისხმობს, რაც მრავალმხრივი სტიქიების პრევენციაში დაგვეხმარება. პროექტის განხორციელება გასულ წელს დავიწყეთ და წარამატებით მიმდინარეობს. პოზიტიური შედეგისთვის, მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკიდან და გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიის ორგანიზაციიდან მოწვეული ექსპერტების გამოცდილების გაზიარება. ინფრასტრუქტურა, რასაც განვავითარებთ, ჩვენი ქვეყნის რეალობაზე იყოს მორგებული“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

პროგრამა საქართველოს მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), მსოფლიო ბანკის (WB), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების ხელშეწყობით ხორციელდება.

შეხვედრას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების და პროექტის ფარგლებში მოწვეული ბრიტანელი, თურქი და სერბი ექსპერტები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics