2020-02-01 15:06:40, 2018 ნახვა
რეგიონი
ფარავნის უღელტეხილზე და ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნიჩბისი-დიდგორი- დიდი თნეთის გზაზე და ფარავნის უღელტეხილზე დწესებული შეზღუდვები მოიხსნა. ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,