|
2015-07-29 17:07:40, 560 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა CAPSTONE-ის დელეგაცია მიიღო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ CAPSTONE-ის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც გენერალი უილიამ ფრეიზერი ხელმძღვანელობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის ურთიერთობასა და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ორი სახელმწიფოს თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ აშშ კვლავ რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად. CAPSTONE-ის დელეგაციის წარმომადგენლებმა ყურადღება ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და ქართულ მხარეს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი - საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)