2015-07-29 16:53:04, 687 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.2695 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.2646 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 2.5101 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.4981 ლარ შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0120 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან