|
2015-07-29 16:20:04, 392 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი: მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ასახავს
პრეზიდენტის მრჩევლის ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილი განცხადებას თავად გააკეთებს. მისივე თქმით, ვეტოს დადების შემთხვევაში, პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების სახით, ჩამოყალიბებული კანონპროექტი წარედგინება. აბაშიშვილი ირწმუნება, რომ კანონპროექტი სრულად ასახავს საუკეთო ევროპულ პრაქტიკას და თანხვედრაშია ასოცირების დღის წესრიგთან. „რაც შეეხება ვეტოს, პრეზიდენტი თავად გააკეთებს განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით. პრეზიდენტის დავალებით ვაწარმოებდი 10 დღიან პროცესს, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული, მოტივირებული შენიშვნები საბანკო ზედამხედველობის კანონთან დაკავშირებით ერთის მხრივ, გავაცანი საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათგან შესაბამისი რეკომენდაციები მივიღეთ, მეორეს მხრივ ამ საკითხზე დღეს გვქონდა არასამთავრობო სექტორთან საუბარი და ძალიან ღირებული მოსაზრებები გამოითქვა მათი მხრიდან. რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა, წარედგინოს პარლამენტს ვეტოს დადების შემთხვევაში, სრულად ასახავს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას; სრულად არის თანხვედრაში ასოცირების დღის წესრიგთან, სადაც საუბარია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე, ასახავს ევროპის ცენტრალური ბანკის პოზიციას, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციციას, სადაც საუბარია, რომ საბანკო ზედამხედველობა უნდა დარჩეს ეროვნული ბანკის შემადგენლობაში“,-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. ცნობისთვის, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებისა და პარლამენტის მიერ მისი დაძლევის შემთხვევაში, არასამთავრობო სექტორი საკონსტიტუციო სასამართოლოში სარჩელის შეტანაზე საუბრობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)