|
2015-07-29 15:55:59, 545 ნახვა
პოლიტიკა
სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის შემუშავების პროცესში საქართველო გერმანიის გამოცდილებას გაიზიარებს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის შემუშავების პროცესში საქართველო გერმანიის გამოცდილებას გაიზიარებს, - დავალება სამთავრობო კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისია დეტალურად შეისწავლის, როგორ მოხდა გერმანიაში და სხვა წამყვან ევროპულ ქვეყნებში სივრცითი მოწყობის გენერალური გეგმის შემუშავება, რის შემდეგაც შეირჩევა კომპანია, რომელიც საქართველოს ანალოგიური სქემის შემუშავებაში კონსულტაციას გაუწევს. როგორც პრემიერ-მინისტრმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროექტია და სივრცითი დაგეგმარება სრულფასოვანი ანალიზის და ევროპული ქვეყნების გამოცდილების შესწავლის შემდეგ უნდა დაიწყოს. საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის შემუშავების პროცესში კონსულტაციას ამ ეტაპზე აშშ-ის, დანიისა და სინგაპურის მსხვილი კომპანიები სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)