|
2015-07-29 15:24:16, 537 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პრეზიდენტს მოუწოდებს, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადოს
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნლებთან შეხვედრა იმართება. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე ფიქრობს, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი“ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. ამიტომ, ნინო ევგენიძე პრეზიდენტს მოუწოდებს „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადოს. „ეს კანონპროექტი საფრთხის შემცველია იმ ინსტიტუტისთვის, რომელსაც ეროვნული ბანკი ჰქვია, საფრთხის შეცველია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისთვის. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ქართული ეკონომიკისა და ფინანსური მდგრადობის ერთ-ერთი გარანტია. ამიტომ, ნებისმიერი ისეთი ნაბიჯების, რომელიც მიმართულია ამ დამოუკიდებლობის შესუსტებისკენ და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისკენ, წინააღმდეგი ვიქნები. მოვუწოდებ პრეზიდენტსაც, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადოს“,-განაცხადა ნინო ევგენიძემ. ასევე, ვეტოს დადებას ითხოვენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და საქართველოს რეფორმების ასოციაციის თავმჯდომარე ელენე ხოშტარია. გიგაურის შეფასებით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია და ამ კანონპროექტით საბანკო სექტორის განვითარება საფრთხის ქვეშ დგება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)