|
2020-01-30 17:10:01, 1102 ნახვა
საზოგადოება
კონსტანტინე გამსახურდია მის ძმაზე: ცოტნე გააღვიძეს და გარემოს ადეკვატურად აღიქვამს
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია, თურქ ექიმზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ძმა, ცოტნე გამსახურდია, რომელიც მკურნალობას თურქეთის კლინიკაში გადის, ექიმებმა გააღვიძეს და გარემოს ადეკვატურად აღიქვამს. როგორც გამსახურდია წერს, ცოტნე გამსახურდიას მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია. „კარგი ამბავი: დაახლოებით 50 წუთის წინ სანდო წყარომ მამცნო სტამბოლის აჯიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე დაყრდნობით, რომ ცოტნე გააღვიძეს. ექიმი მდგომარეობას აღწერს, როგორც ნორმალურს. გაღვიძებული გარემოს ადეკვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია. მათ მართლაც ყველაფერი გააკეთეს”, - წერს კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე დაჭრეს. მას თავდაპირველად, მკურნალობა ხეჩინაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა, შემდეგ კი საზღვარგარეთ გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 4 პირი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)