2020-01-30 15:05:02, 3465 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, სამი პირი გამოკითხვაზე იმყოფება
თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სამი პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან ერთ-ერთი მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც გვარამიამ სახის არეში დაზიანება მიიღო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,