|
2020-01-30 13:34:51, 2955 ნახვა
სამართალი
შს მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, შეიარაღებული პირის განიარაღების და დაკავების მიზნით, 14 იანვარს ჩატარებული წარმატებული ოპერაციისთვის სასაზღვრო პოლიციის 12 თანამშრომელი დააჯილდოვა. 4 მათგანს ღონისძიებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალი - "მამაცობისათვის", 8 მესაზღვრე კი დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალიონით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის". დაჯილდოების ცერემონიას მინისტრის მოადგილეები - კახა საბანაძე და ვლადიმერ ბორცვაძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თემურ კეკელიძე და მისი პირველი მოადგილე, კახაბერ ჩიქოვანი დაესწრნენ. ვახტანგ გომელაურმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებისას გამოჩენილი განსაკუთრებული პროფესიული პასუხისმგებლობის, გაბედული მოქმედებისა და სამაგალითო თავდადებისათვის მადლობა გადაუხადა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)