|
2020-01-30 13:24:34, 1283 ნახვა
საზოგადოება
გამყრელიძე - საზღვარზე შემოსული ჩინეთის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ, 4 საავადმყოფოა გამოყოფილი
„საზღვარზე შემოსული ჩინელი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ, გამოყოფილია ოთხი საავადმყოფო საქართველოს მასშტაბით“,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ საზღვარზე შემოსულ ყველა მოქალაქეს დისტანციურად ეზომება სიცხე და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მათ კონსულტაციას ეპიდემიოლოგი უწევს. „ამ დაავადებასთან ბრძოლა ეს არ გახლავთ მხოლოს ჯანმრთელობის უწყების პრეროგატივა, ამ ბრძოლის მზადებაში ჩართულია რამდენიმე უწყება.მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ჩინეთთან ინტენსიური მიმოსვლა გვაქვს, წინა პრესკონფერენციაზე მე მოგახსენეთ, რომ დაახლოებით 5 ათასამდე ჩინელი ყოველთვიურად შემოდის და გადის ქვეყნიდან.გუშინ და დღეს შემოვიდა 110 და გავიდა 129 ჩინეთის მოქალაქე.ჩინეთიდან შემოსულ ყველა მოქალაქეს ეზომება დისტანციურად ტემპერატურა და თუ ტემპერატურა არის 38 გრადუსი ან მეტი, მაშინ ამ ადამიანს კონსულტაციას უწევს საზღვარზე ეპიდემიოლოგი და საგანგებო გადაუდებელი სამსახურის ექიმები,რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას ის საჭიროებს თუ არა ევაკუაციას სამედიცინო დაწესებულებასი.ამ შემთხვევაში ამ კატეგორიის ადამიანებისთვის გამოყოფილია ოთხი საავადმყოფო საქართველოს მასშტაბით .ეს გახლავთ ინფექციური პროფილის საავადმყოფოები და თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ბათუმის, ქუთაისისა და ზუგდიდის საავადმყოფოები,სადაც მოხდება მათი ევაკუაცია“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)