19:04 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 13:16:20, 744 ნახვა

ეკონომიკა
მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი იყიდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე თბილისში, მინდელის ქუჩა N 11-ში მდებარე უძრავი ქონება გასაყიდად გამოიტანა.

როორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე სისაურმა დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, სააგენტომ 29 ივლისს გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი ქ. თბილისში, მინდელის ქუჩა N 11-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 10688 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით.

აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 2.150.000 აშშ დოლარს შეადგენს.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ქონება განთავსებულია თბილისის ერთ–ერთ ცენტრალურ უბანში. აღსანიშნავია, რომ მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით 800 მეტრში დაწყებულია ახალი მეტროსადგურის „უნივერსიტეტის“ მშენებლობა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის აღნიშნულ ტერიტორიას. ობიექტის  სიახლოვეს  განლაგებულია საგანმანათლებლო დაწესებულებები და თანამედროვე  საცხოვრებელი კომპლექსები, კერძო და  სახელმწიფო დაწესებულებები, სავაჭრო და კვების ობიექტები. საპრივატიზებო ობიექტს მნიშვნელოვან ხიბლს მატებს 60 მეტრში მდებარე  სარეკრეაციო ზონა. ამასთან, საპრივატიზებო ობიექტი მდებარეობს საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში და გააჩნია განაშენიანების საკმაოდ მაღალი კოეფიციენტები (K1-0,7; K2-3,5; K3-0,1;), რაც იძლევა მრავალსართულიანი მშენებლობის საშუალებას.

„დედაქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთი განსაკუთრებით ხელსაყრელია დეველოპერული მიზნებისთვის, ასევე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. საპრივატიზებო ობიექტის საინვესტიციო პოტენციალიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახდენს დაინტერესებულ პირთა  ინფორმირებას და მოუწოდებს მათ მაქსიმალური აქტიურობისკენ“, - განაცხადა ეკატერინე სისაურმა.

ელექტრონული აუქციონი 30 კალენდარულ დღეში დასრულდება.

ამასთან, სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე-კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

ქონების შეძენით დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე: (+995) 32 298 11 11. ასევე ეწვიეთ ვებ-გვერდს www.nasp.gov.ge.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics