16:48 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 11:28:44, 879 ნახვა

საზოგადოება
ხმაური პარლამენტთან - მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში შესვლას ითხოვდა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან ხმაური იყო.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ.

დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.

შეხლა-შემოხლის დროს მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ  გახდა და ის ადგილიდან გაიყვანეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს დღეს  პარლამენტში პრესკონფერენცია ჰქონდათ დაგეგმილი. ისინი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics