|
2020-01-29 10:44:59, 864 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ჩეხეთის ელჩთან ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტერ მიკისკას და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის ელჩს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებების განვითარებას. როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა განაცხადა, საქართველო ჩეხეთის საიმედო პარტნიორია და თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის კუთხით, კერძოდ, ახალი დაცული ტერიტორიების იდენტიფიკაციის, სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის განვითარების და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები - ნინო თანდილაშვილი და ხატია წილოსანი, ასევე სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)