04:38 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 12:48:39, 1858 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3 237 365 ლარით გაიზარდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი 2019  წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 3 237 365 ლარით გაიზარდა (18%) და 21 000 000 ლარი შეადგინა.

სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 36 პროგრამას ახორციელებს.

2020 წელს განხორციელებული სიახლეების შესახებ აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ისაუბრა:

„მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2020 წლიდან პირველად მოხდა 18 წლამდე ასკის ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის დაფინანსდება უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებში.

სამინისტრო დააფინანსებს:

- ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია -არაუმეტეს 100 000 ლარით;

- ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია - არაუმეტეს 180 000 ლარით;

- ძვლის ტვინის ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაცია - არაუმეტეს 210 000 ლარით.

⤵ მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში კი გაიზრდა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების (კერძოდ, მუცინიპალიტეტებში რეგისტრირებული) ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება, რომლებიც ოპერაციას საქართველოში ჩაიტარებენ:

- ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით, ქ. ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს დაუფინანსდება 80 000 ლარით (დამატებით 20 000 ლარს გამოყოფს ქ. ბათუმის მერია). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს კი - 100 000 ლარით.

- ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია - ქ. ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს დაუფინანსდება 130 000 ლარით (დამატებით 20 000 ლარს გამოყოფს ქ. ბათუმის მერია). ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს - 150 000 ლარით.

ასევე, ამავე პროგრამის ფარგლებში გაიზარა ღვიძლის ტრანპლანტაციის დაფინანსება, კერძოდ: ქ. ბათუმში რეგისტრირებული პაციენტებისათვის ნაცვლად 65 000 ლარისა დაფინანსდება 70 000 ლარით (დამატებით 30 000 ლარს გამოყოფს ქ. ბათუმის მერია). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტების კი სამინისტრო - 100 000 ლარით დააფინანსებს.

გაფანტული სკლეროზის მკურნალობა მაღალეფექტური, ძვირადღირებული მედიკამენტით ნაცვლად 10 პაციენტისა დაუფინანსდება 20 პაციენტს.

ასევე 2020 წელს პირველად განხორციელდა რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დაფინანსება ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით. პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრნენ პაციენტები, რომელთაც აქვთ რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმა, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ჩატარებული აქვთ მკურნალობა დაავადების მამოდიფიცირებელი ანტირევმატოიდული მედიკამენტებით, მაგრამ კვლავ აღენიშნებათ რევმატოიდული ართრიტის მაღალი აქტივობა.

რაც შეეხება სოციალური დაცვის მიმართულებს, 2020 წლიდან სამინისტრომ პირველად დაიწყო  მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებულ (სახელმწიფო მზრუნველობის შეწყვეტის შემდეგ) პირთა მატერიალური მხარდაჭერა, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობა, საზოგადოებაში სრული რეინტეგრაცია.

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 18-დან 25 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც აღარ იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, არ ჰყავთ თანადგომის ქსელი და ვერ ხერხდება მათი ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაცია. პროგრამა აქტუალურია იმითაც, რომ სახელმწიფო მზრუნველობის შეწყვეტის შემდეგ მათი უმრავლესობა განიცდის არამარტო ეკონომიკურ პრობლემებს, არამედ არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი (სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე). პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს მათი მატერიალური მდგომარეობისა და ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, პროფესიული განათლების მიღებისა და შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, რისთვისაც გათვალისწინებულია 465 ლარამდე თვეში.

2020 წელს პირველად დაიწყო ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამა.  არაუმეტეს 24 ბენეფიციარზე გათვლილი, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსებით დაკომპლექტებული საცხოვრისი, მომსახურებას განახორციელებს 24 საათის განმავლობაში: სამჯერადი კვება, ბენეფიციარების უზრუნველყოფა პირადი ჰიგიენის ნივთებით, ბენეფიციარის საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისად აღჭურვილი ფიზიკური გარემო, სხვადასხვა აქტივობების და გასართობი თუ სხვა ღონისძიებების მიწოდება. პაციენტებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ შედგენილი ინდივიდუალური ზრუნვის გეგმის შესაბამისად მოსარგებლეები 18 წლისა და მეტი ასაკის პირი, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, არ აღენიშნება სოციალური და დამოუკიდებლი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დეფიციტი და არ აქვს შესაბამისი მხარდამჭერი გარემო; დაფინანსების ფორმა მომსახურება დაფინანსდება დღეში 35 ლარით. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება შესაბამისი სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე“, - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics