11:38 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 12:50:03, 1988 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება, რაც საშუალებას მისცემს ბაზრის მოთამაშეებს ადვილად მოერგონ ცვლილებებს

„მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმის ბოლო მიღწევა დაკავშირებულია ბაზრის დარეგულირებასთან, რომლის თანახმად, 2019 წლის 1 მაისს ათმა მსხვილმა ინდუსტრიულმა მომხმარებელმა მიიღო წვდომა ელექტროენერგიის ღია ბაზარზე", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020 - ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისინტრის თქმით, ეს ნაბიჯი შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს პირდაპირ მომხმარებლებად რეგისტრირებულ მეწარმეებს, ელექტროენერგია საბაზრო ფასით შეიძინონ.

„თუ ასეთი მომხმარებლები ადრე ელექტროენერგიას ყიდულობდნენ ფიქსირებულ ფასად, რეფორმა საშუალებას აძლევს მათ, შეიძინონ საჭირო ელექტროენერგია თავისუფალი საბაზრო ფასებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, დერეგულირების მეორე ეტაპი 2021 წლისთვის დასრულდება.

„ველოდებით, რომ ამ დროისთვის დერეგულაცია შეეხება ბაზრის 50%-ს. დერეგულირების პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება, რაც საშუალებას მისცემს ბაზრის მოთამაშეებს ადვილად მოერგონ ცვლილებებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მისი განცხადებით, მთავრობა  ყველა მომხმარებელს დაეხმარება, რომ გადალახოს გამოწვევები, რომლებიც შეიძლება ბაზრის გახსნის პირველ ეტაპზე წარმოიშვას.

ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, შემცირდება საცალო მომხმარებლების ტარიფით ელექტროენერგიის მოხმარება, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, უფრო მეტი დამცავი მექანიზმები შექმნას მეწარმე მომხმარებლის და მცირე ბიზნესის დასახმარებლად.

„ამასთან, ეს რეფორმა კარგი მოტივაცია იქნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან დამატებითი ინვესტიციების განხორციელებაში საქართველოს მაგენერირებელ შესაძლებლობებში, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics