|
2015-07-29 09:34:02, 466 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიაში „GEM Fest”-ის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიას ეწვია და ელექტრონული მუსიკის ფესტივალის „GEM Fest”-ის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „GEM Fest”-ი (Georgian Electronic Music Festival) 30 ივლისს გაიხსნება და 7 აგვისტომდე იმუშავებს. ფესტივალი 18 ჰა ტერიტორიაზე განთავსდება. მის ტერიტორიაზე სპეციალურად აშენდა 5 სცენა, კარვების ქალაქი, აგრეთვე კინოთეატრი ღია ცის ქვეშ. ვიცე-პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს ანაკლიაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერებინეს სამეგრელო - ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ და ფესტივალის ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ. გიორგი კვირიკაშვილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის უცხოელ და ადგილობრივ წარმომადგენლებს გაესაუბრა, რომელთაც მსგავსი ფესტივალების ორგანიზების მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვთ. კვირიკაშვილმა „GEM Fest”-ს მნიშვნელოვანი პროექტი უწოდა და მადლობა გადაუხადა როგორც ადგილობრივ მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ასევე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ფესტივალის სხვა ორგანიზატორებს და ყველა მოხალისეს გაწეული სამუშაოებისთვის. აგრეთვე ფესტივალის სპონსორებსა და მხარდამჭერებს, რომლებმაც ინვესტიცია განახორციელეს „GEM Fest”-ის იდეის განხორციელებასა და საფესტივალო ინფრასტუქტურის შექმნაში. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ახალგაზრდულ ქალაქში, სადაც 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება, მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოებია ჩატარებული. „განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, სამეგრელო - ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს ლევან შონიას, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ აღნიშნული ფესტივალის, არამედ კერძო სექტორისა და ბიზნესის მხარდაჭერით. აგრეთვე მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორს, გიორგი სიგუას, რომელიც დღე და ღამე ათენებს მოსამზადებელ სამუშაოებზე, ასევე ჩვენი სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელსა და მოხალისეს, რომლებიც ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ. ანაკლიაში ძალიან მაღალი დონის ფესტივალი გაიმართება. ამიტომ, მინდა ყველას მოვუწოდო, ჩამოვიდეს ანაკლიაში, სადაც 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით იქნება მაღალი ხარისხის ელექტრონული მუსიკა და სასიამოვნო გარემო დასვენებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, „GEM Fest”-ი საქართველოს ტურისტული ცნობადობის გაზრდის მიმართულებით დიდი მოვლენა იქნება. „GEM Fest”-ი (Georgian Electronic Music Festival) 9 დღის განმავლობაში მსოფლიო დონის დიჯეებს უმასპინძლებს ქართველ დიჯეებსა და ბენდებთან ერთად. მათ შორის არიან არმინ ვან ბიურენი, ელენ ელიენი, დიჯეი ლუჩიანო, პეტრე ინსპირესკუ, Tale Of Us, M.A.N.D.Y., David August, Dubfire, Booka Shade, DJ bero, Nika J, Tomma, ნინო ქათამაძე, „ნიუტონი“, ბაკურ ბურდული და სხვანი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)