|
2020-01-27 14:03:58, 1505 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის იურიდიულ კლინიკაში „ჩემი ადვოკატი“ 2019 წელის განმავლობაში 18 000-მდე მომართვა დაფიქსირდა
2019 წლის განმავლობაში, თბილისის მერიის იურიდიულმა კლინიკამ - „ჩემი ადვოკატი“ სამართლებრივი დახმარების მიზნით მოქალაქეებს 17 471 კონსულტაცია გაუწია, რაც წინა წლის კონსულტაციების რაოდენობას 2,6%-ით აღემატება. ორგანიზაცია თბილისის მასშტაბით ყველა რაიონულ გამგეობაშია განაწილებული და მოსახლეობას, საცხოვრებელთან ახლო, უფასო იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს. საანგარიშო პერიოდში რაიონული გამგეობების ოფისების მიხედვით, მომართვიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ისანში - 2 693, სამგორში - 2 310 გლდანში -2 113 და ნაძალადევში - 1942. გაწეული კონსულტაციების თემატიკის მიხედვით, მოქალაქეთა ყველაზე მეტი მომართვა სოციალურ საკითხებზე, უძრავი ქონების, სასარჩელო და სახელშეკრულებო დავებზე მოდის. რაც შეეხება ორგანიზაციის დისტანციურ კონსულტაციას, 2019 წლის განმავლობაში ცხელ ხაზზე მომართვიანობამ 9 561 ზარი შეადგინა. იურიდიულ კლინიკაში, 2019 წელს, პრაქტიკული საგანმანათლებლო კურსი 300-მდე სტუდენტმა გაიარა. ორგანიზაცია ორიენტირებულია სტუდენტების პროფესიაში მაქსიმალურ ინტეგრაციაზე. სტუდენტები პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის დროს, თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებენ, ერთვებიან მოქალაქეების რეალური პრობლემების გადაწყვეტაში, ადგენენ დოკუმენტებს და ახორციელებენ სასამართლო წარმომადგენლობას. ამ საქმიანობით კი, საადვოკატო გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს იძენენ. „ჩემი ადვოკატი“ თბილისის მერიის პროექტია, რომელიც თბილისის მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება სამართლებრივი საკითხების გადაჭრაში. ორგანიზაცია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით მუშაობს და მოქალაქეებს დახმარებას უწევს როგორც სასამართლო დოკუმენტაციის შედგენაში, ასევე წარმომადგენლობას უწევს სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)