|
2020-01-27 13:14:33, 2872 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“ მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მობაილბანკი განაახლა
მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული თიბისის მობაილბანკი ვიზუალურად მთლიანად განახლდა. მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივების მიზნით, აპლიკაცია კიდევ უფრო მოქნილი, თანამედროვე და დახვეწილი გახდა. განახლებული მობაილბანკი უფრო მეტად მოერგო მომხმარებლის სურვილებს და საჭიროებებს. რედიზაინის შედეგად შეიცვალა: · აპლიკაციის მთლიანი ვიზუალური სტილი; · აპლიკაციის მთავარი გვერდი, რომელიც კიდევ უფრო სადა გახდა; · დაემატა მუქი დიზაინის ვერსია; · დაიხვეწა „ხმოვანი ასისტენტის" ფუნქციონალი და ვიზუალური მხარე; · "ჩემი პროდუქტების" გვერდზე წინა პლანზე გამოვიდა ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფუნქციები; · საკრედიტო ბარათის მონაცემები და დაგროვებული ერთგული ქულები გამოვიდა მთავარ გვერდზე; · ბლოკირებული თანხების განყოფილება გაქრა და ის ტრანზაქციების გრაფაში გაერთიანდა; · შეიცვალა "ჩემი ხარჯების" განყოფილების ვიზუალი სტილი. თიბისის მობაილბანკი ასე მასშტაბურად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად განახლდა. აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის როგორც app store-ზე, ისე - google play-ზე. მომხმარებლების ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად, აპლიკაციის რედიზაინის პროექტზე თიბისის მობაილბანკის გუნდმა 10 თვის განმავლობაში იმუშავა. ცვლილებები პროცესში მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად დაინერგა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)