|
2020-01-25 18:02:09, 3167 ნახვა
სამართალი
დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მურჯიკნელს ბრალი სსკ-ს 109-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით (განზრახ მკვლელობა დანაშულის დაფარვისთვის, ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) წარედგინა. როგორც დაკავებულის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთ ბრალდებულებას არ აღიარებს და აღნიშნულ საქმესთან შემხებლობას უარყოფს. შსს-მ დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული გუშინ დააკავა. გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს, დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად თავად დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, მისი 33 წლის ვაჟი ნოდარ გუგეშაშვილი კი, ადგილზე გარდაიცვალა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)