|
2020-01-24 18:02:11, 3175 ნახვა
ეკონომიკა
მთიან აჭარაში მოგზაურების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა
მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე მოგზაურების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში, აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ საოჯახო-სასტუმრო სახლებს, ტურისტულ და კვების ობიექტებს 238, 665 ვიზიტორი სტუმრობდა. მოგზაურების ყველაზე დიდი რაოდენობა ქობულეთის ტურისტულ მარშრუტებზე დაფიქსირდა, რაც 137%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. ვიზიტების რაოდენობის მხრივ ლიდერობს ქედის მუნიციპალიტეტიც, სადაც გასულ წელს, 57%-ით მეტმა ადამიანმა იმოგზაურა. შემდეგ მოდის ხელვაჩაური +94%-ით, ხულო +61%-ით და შუახევი +30%-ით. „სასიხარულოა, რომ მთიანაჭარაში მოგზაურების რაოდენობა გაზრდილია, როგორც ტურისტულ მარშრუტებზე, საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და კვების ობიექტებში, ისე მუზეუმებში, ღვინის მარნებსა და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე. ეს კი დამატებით მოტივაციას აძლევს სოფლად, ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს განავითარონ არსებული სერვისები და ტურისტული ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს 15 მარკირებული ტურისტული მარშრუტი აჭარის მუნიციპალიტეტებში და აქტიურად ვიმუშავებთ, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ და ახალი ტურისტული პროდუქტები შევთავაზოთ ჩვენი რეგიონის სტუმრებს. სწორედ, მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარება მოგვცემს საშუალებას აჭარა გავხადოთ ოთხივე სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ. მოგზაურების სტატისტიკა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მიერ საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების გამოკითხვის შედეგად მომზადდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)