|
2020-01-24 15:43:59, 2210 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია რეგიონში ინვესტიციების განხორციელების კუთხით
„დღეს აშშ - ის კაპიტალით საქართველოში შექმნილი 276 კომპანიიდან, ნახევარი - 140 კომპანია ბოლო რამდენიმე წელიწადშია შემოსული“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, აღნიშნულის მსგავსად შეგვიძლია ევროპულ კომპანიებზეც ვთქვათ. 264 გერმანული კომპანიის თითქმის ნახევარი, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, ჩვენს ბაზარზე 2013 წლის შემდეგ შემოვიდნენ; 68 პოლონური კომპანიიდან 50-ზე მეტი ასევე ბოლო პერიოდშია შემოსული და ა.შ. „როგორც ეკონომიკის მინისტრი, ყოველდღიურად ვაწყდებით, ვმუშაობთ ამ კომპანიებთან, გვაქვს პირისპირ შეხვედრები, შემოგვყავს და ვაკვირდებით, როგორ ასაქმებენ აქ ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს. მაგალითად, ამერიკული არქიტექტურული კომპანია „Base4", რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც შემოვიდა, ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, აშშ - სთან პირდაპირი ფრენების მოლაპარაკებებისას ერთ-ერთი დასაბუთება იყო ინვესტიციების, ინვესტორების, ამერიკული კომპანიების და ამერიკელი ბიზნესმენების გაზრდილი რაოდენობა, ვინც ჩვენთან ჩამოდის. „მოვუწოდებთ, რომ პირდაპირ იკონტაქტონ იმ ამერიკულ კომპანიებთან, ვინც ჩვენთან მოღვაწეობს - 300-მდე კომპანიაა და გაარკვიონ, რა პრობლემები დგას მათ წინაშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ რეალური სურათი, რაც მათ შეიძლება დაინახონ ასეთი უტყუარი ინფორმაციის შედეგად, აბსოლუტურად განსხვავებული იქნება და დარწმუნდებიან იმაში, რაშიც მათი კომპანიები უკვე დარწმუნებულები არიან - რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია რეგიონში ინვესტიციების განხორციელების კუთხით და ამაზე საუკეთესო პასუხია თვითონ ის ამერიკული კომპანიები, რომლებიც ჩვენთან მოღვაწეობენ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)