|
2020-01-24 15:35:27, 1806 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი მთავრობას: მომცენ გარანტიები, რომ ჩვენი პატიმრებთან ურთიერთობა თვალთვალს აღარ დაექვემდებარება
„მოვუწოდებ მთავრობას, მომცენ გარანტიები, რომ ჩვენი ურთიერთობა პატიმრებთან აღარ დაექვემდებარება თვალთვალს და დაცული იქნება კონფიდენციალურობა“, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ომბუდსმენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს მისი მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებისკენ, ხოლო გენერალურ პროკურატურას სახალხო დამცველის მიმართ უფლებამოსილების განხორციელების ხელისშეშლის და ზემოქმედების ფაქტზე დაუყონებლივ გამოძიების დაწყებისაკენ მოუწოდებს. „ჩვენი აპარატის ურთიერთობა პატიმრებთან ეფუძნება ორ ფუნდამენტურ პრინციპს, ეს არის ნდობა და კონფიდენციალურობა. ბოლო დღეების ფაქტებით ქალბატონმა წულუკიანმა პატიმრებს გაუგზავნა ძალიან სახიფათო გზავნილები. მათი ურთიერთობა, კომუნიკაცია, შეხვედრები სახალხო დამცველთან არ არის დაცული კონფიდენციალურობის გარანტიით და ნებისმიერ დროს შეიძლება გასაჯაროვდეს. ღუკი პატიმრებს შეერყევათ 25 წლის განმავლობაში მოპოვებული ნდობა ჩვენი ინსტისტუტის მიმართ ჩვენი კომუნიკაციის კონფიდენციალურობის თაობაზე, ეს ფაქტი გამოიწვევს პატიმრების მხრიდან ჩვენთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, რაც წარმოადგენს სახალხო დამცველის საქმიანობაზე ზეგავლენისა და ხელშეშლის ფაქტს და გაზრდის არასათანადო მოპყრობის და სხვა უფლებადარღვევის ფაქტებს სისტემაში. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გააკეთონ სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადებები. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას მომცენ ჩემი თანამშრომლების საქმიანობის უსაფრთხოების გარანტიები პენიტენციურ სისტემაში, რომ მომავალში ჩვენ არ უნდა ველოდეთ უკანონო ქმედებებს ან რაიმე ტიპის პროვოკაციებს. მომცენ გარანტიები, რომ ჩვენი ურთიერთობა პატიმრებთან აღარ დაექვემდებარება თვალთვალს და დაცული იქნება კონფიდენციალურობა. მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას დაიწყონ დაუყონებლივ გამოძიება სახალხო დამცველის მიმართ უფლებამოსილების განხორციელების ხელისშეშლის და ზემოქმედების ფაქტზე. მოვუწოდებ საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, შეწყვიტოს სახალხო დამცველის მიმართ უკანონო ქმედებები, იფიქროს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, იფიქროს პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებზე, იფიქროს რა შედეგი მოყვება მის ამგვარ უკანონო ქმედებებს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ქვეყანაში. რა შედეგი ექნება ამას ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ომბუდსმენის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებთან შეხვედრის კადრრები გაასაჯაროვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)